| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, შესაბამისად სკოლაში არაერთი ინიციატივა იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან და საზოგადოებაში აქტუალურ საკითხებზე ცნობიერებას იმაღლებენ.
31 მაისს კი, სკოლის ეზოში გაიმართა პროექტ-აქტივობა - „ერთი დღე თამბაქოს გარეშე“.
თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, აღსანიშნავია, რომ მას პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
აქტივობა მიეძღვნა 31 მაისს, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების ისტორიაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 1988 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (World Health Organization) ამ დღის აღნიშვნით ცდილობს, ხაზი გაუსვა სიგარეტის და თამბაქოს სხვა პროდუქტების საზიანო ეფექტს.
ეს დღე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თამბაქოს მოხმარების საშიშროების, თამბაქოს კომპანიების ბიზნეს პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ეხმარება ხალხს გაიაზრონ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად და მომავალი თაობების დასაცავად.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი