სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეტალონი“ ინტელექტუალური განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“- ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გუნდურ ჩემპიონატზე
03-06-2024
-
+


ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების 27 გუნდის 135 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა 80 ქულით 282 წამში დაიკავა მეორე ადგილი. გუნდის ლიდერი ლიზი ართმელაძე. მისი წევრები: საბა კახაძე, რეზი ართმელაძე, ლუკა შავაძე, ირაკლი ართმელაძე გახლდათ.


„ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“ - ეს ის დევიზია, რითაც საზრდოობს ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლა.

„ჩვენს სკოლას „ეტალონის“ საუკეთესო გუნდი ჰყავს“, - ამბობენ სკოლაში.


აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით  I, II, III ადგილზე გასული გუნდები 26 მაისს მიიწვიეს „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ სამოქალაქო პრეზენტაციაზე.


აღნიშნულ დღეს, მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მონაწილეებისთვის ცოდნის გაღრმავების, ინტელექტუალური განვითარებისა და საკუთარი თავის პოვნისთვის. 

მადლობას ვუხდით პროექტის თითოეულ ორგანიზატორს, ავტორსა და სულისჩამდგმელს. ამ პროექტმა დიდხანს, დიდხანს უნდა იარსებოს, რათა ბევრი ღირსეული მამულიშვილი აღუზარდოს სამშობლოს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება