სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანდრია და მირიან, გილოცავთ 1-ელი კლასის წარმატებით დამთავრებას“ -​​რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეები არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილა
31-05-2024
-
+


თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ეს კი მათი მასწავლებლის ლუიზა ბერიძის დიდი დამსახურებაა. 

როგრც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი სასწავლო წლის მანძილზე მუდმივად საინტერესო, სახალისო და მეგობრულ გარემოში, მრავალფეროვანი აქტივობებით ასწავლიდა მოსწავლეებს და ცოდნის სამყაროში მეგზურობას უწევდა. 

დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელის - ლუიზა ბერიძის დიდი ძალისხმევით, სასწავლო წლის ბოლოს პირველი კლასის ორმა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა სწავლა და აითვისა ყველა ის უნარ- ჩვევა, რაც ესგ- სტანდარტით ჰქონდათ განკუთვნილი.

სწავლის ბოლო დღეს კი, პედაგოგმა მოსწავლეები ემოციური სიტყვით გააცილა, მათ სწავლის დასრულება მიულოცა და წინსვლა უსურვა. 

გიზიარებთ პედაგოგის მიმართვას: 

„რა უცებ გავიდა დრო, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე ძალიან საინტერესო, სახალისო, მეგობრულ, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ გარემოში.

სასწავლო წლის დასაწყისში, საკლასო ოთახში შესულს, მერხებთან მჯდომარე ორი პაწაწინა, თვალებგაბრწყინებული, მორიდებული არსება რომ დამხვდა, მღელვარება დამეუფლა, რადგან უკვე მერამდენედ ვიღებდი პასუხისმგებლობას, რომ ამ პატარების მოციმციმე თვალებში მალე სწავლის სიყვარული და ბევრი კეთილშობილური უნარ-ჩვევები დამენახა, საბედნიეროდ შევძელი მიზნის მიღწევა და დღეს ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ  სასწავლო წლის ბოლოს, ჩვენი საკლასო ოთახიდან ძალიან ჭკვიანი, ზრდილობიანი, კეთილი და სწავლაზე შეყვარებული პაწაწინა საქართველოს მოქალაქეები გავიდნენ. 

ჩემო მერცხლებო, ძალიან საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი იყო თქვენთან ერთად გატარებული დრო ჩვენი საკლასო ოთახის კედლებში. ყველა გაკვეთილი, ყველა აქტივობა, ყველა ღონისძიება, რომელსაც ერთად ვახორციელებდით იყო საინტერესო, რადგან ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდით და ასრულებდით თითოეულ დავალებას, ყველა შექებას და შეფასებას, რომელიც ძალიან გახარებდათ, დამსახურებულად იღებდით და მჯერა, მომავალშიც ასე გააგრძელებთ ყოჩაღობას!

ანდრია და მირიან, დიდი სიყვარულით გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დამთავრებას და კვლავ ულევ წარმატებას გისურვებთ მომავალში“. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება