| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია, ამას მოწმობს დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.
სასკოლო საზოგადოების მობილიზებით, გაიმართა დასუფთავების აქცია, მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი შემართებით გაასუფთავეს სკოლის ტერიტორია ნარჩენებისგან.
ასევე, მოსწავლეებმა ხეები მორწყეს და მცენარეები დარგეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, გაიაზრეს თითოეული ადამიანის როლი ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ