| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა სულხან შაქარიშვილმა, მოსწავლეებს საინტერესო პროექტ-გაკვეთილი - „ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე“, წარუდგინა.
პედაგოგმა გაკვეთილი 20 მარტს, ქობულეთის მუზეუმში ჩაატარა და მასში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა შეაჯამეს მათ მიერ დაგროვებული ცოდნა, მუზეუმში მიღებული ინფორმაციით და იქ არსებულ ექსპონატებზე დაკვირვებით უფრო მეტად გაეცნენ ქვის, ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანებს.
დღე შემეცნებითთან ერთად ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - ყოველივე ამაზე თავად პედაგოგი საუბრობს:
„ჩვენი დღე მუზეუმში დაიწყო სახალისო თამაშით, ბავშვებმა „ჯადოსნური ყუთებიდან“, ამოიღეს სიტყვები და შეძლეს მათი განმარტებებისა და თარიღების მიხედვით დაწყვილება. შემდეგ ეტაპზე წარმოგვიდგინეს მათ მიერ გაკეთებული პრეზენტაციები და გვაჩვენეს თუ რა ცოდნა აქვთ წინამდებარე საკითხებზე.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გასასვლელად მოსწავლეებს მოუწიათ პასუხის გაცემა ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე, სწორი პასუხის შემთხევაში ისინი არქეოლოგიური ოთახიდან ეთნოგრაფიულ ოთახში გასასვლელ ბარათებს იღებდნენ. ბოლოს კი იქვე დაწერეს მცირე ესე სადაც მოახერხენ და ფანტაზიით დაბრუნდნენ მათთვის საინტერესო ისტორიულ პერიოდში“.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ