სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ავრანლოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი აქტივობა მიეძღვნა
25-03-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ინფორმაციული აქტივობით შეუერთდა. 

აქტივობა საშუალო საფეხურის თვითმმართველობისა და დაწყებითი კლასის დამრიგებლების ერთიანი ძალისხმევით გაიმართა, მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ. 

„სამყარო, რომელშიც ცხოვრებას ვისურვებდით სავსე უნდა იყოს ბედნიერებით, სიყვარულითა და პოზიტივით. ერთი ქრომოსომა არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს. საზოგადოება მხოლოდ ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შეძლებს მიაღწიოს ამ დიად მიზანს“, - ამ სიტყვებით, ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანები იყვნენ ჰუმანურები და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდნენ ამა თუ იმ საკითხზე. 

სკოლაში, საინტერესო აქტივობისთვის მადლობას უხდიან კლასის დამრიგებლებს: ირმა ივანაძეს, მაია ვასაძეს, ნარგიზ ხოზრევანიძეს და სალომე საგინაძეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობის თანაორგანიზატორი საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავჯდომარე თამუნა ანთაძე გახლდათ. 

ცნობისთვის, 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაუნის სინდრომი - ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება