სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიას ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენელი ესტუმრა
23-05-2018
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიას გერმანიის ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ეროვნული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კლაუს ჰიუტკერი და სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც ჟოზეფი სტუმრობდნენ.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. უნდა აღინიშონს, რომ ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენელი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირველად იმყოფება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაცნობა და შემდგომ აკადემიაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამას გარდა, შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა ჰიუტკერმა აკადემიას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განვითარებასა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებაც აღუთქვა.

ჰამბურგის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გაცნობის მიზნით, გერმანიაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტიც დაიგეგმა, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს სამხედრო სასწავლებლებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება