სიახლეები
სიახლეები

სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება 19 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი - პროცედურები
16-08-2019
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება აპლიკანტებს 19 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge. 
 
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: 
 
  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; 
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; 
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
 
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
 
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
 
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდებს: online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
 
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ  ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ სააპელაციო განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას).
 
ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა.
 
დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ  ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს.  
განაცხდის გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

ასევე იხილეთ: 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემა

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტის ნახვა - ინსტრუქცია პედაგოგებისთვის

2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება