| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - „ექვილიბრიუმი“ წარმატებით მუშაობს.
კლუბის კურატორი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.
ამჯერად, ეკოკლუბის წევრებმა, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, აქტივობა - „სტუმრად ფერმერთან“ დაგეგმეს და განახორციელეს. ისინი ამავე სკოლის კურსდამთავრებულ გიორგი ველიაძეს ესტუმრნენ, რომელსაც თევზის მეურნეობა აქვს.
კლუბის წევრებმა თევზის მოსაშენებელი აუზები ნახეს. ახალგაზრდა ფერმერი მოსწავლეებს სათევზეების მუშაობის პრინციპზე, ასევე თევზის მოვლასა და კვების თავისებურებებზე ესაუბრა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა ვიზიტი. მათ გიორგი ველიაძეს დაუსვეს კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„ფერმერმა აღნიშნა, რომ თევზი მის რესტორანში - „ნაკადული“ რეალიზდება, რომელსაც, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტის დასაგემოვნებლად, უამრავი ტურისტი და ადგილობრივი მოსახლე სტუმრობს. ახალგაზრდა ფერმერის მიღწევები მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოტივაცია იყო, მათ დაინახეს, რომ ყველას შეუძლია საკუთარი მეურნეობა შექმნას და წარმატებას მიაღწიოს, რა თქმა უნდა, შრომის შედეგად! უღრმესი მადლობა ჩვენს ფერმერს, უამრავ წარმატებას ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!„
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას