TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები“- საინტერესო, შემეცნებითი პროექტი თბილისის N64 საჯარო სკოლაში
01-03-2024
-
+


თბილისის N64 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ახლახან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის წარმომადგენლების დახმარებითა და STEM კლუბის ჩართულობით სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი - „სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სულ 14 სახალისო ცდა, რაც მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის შესაფერისი ქიმიური ცდების განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ინტერესის გაღრმავებას ქიმიის სხვადასხვა დარგის მიმართულებით, ქიმიის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას და დღევანდელ ყოფიერებაში ქიმიის როლის გააზრებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სურვილისამებრ შეავსეს ქიმიური კროსვორდი, გამოვლინდა რამოდენიმე გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ელზა მახარაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩატარდა ცდები. 

„ეს დღე ყველას გვემახსოვრება“, - ასე აფასებენ დღეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება