| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
კითხვები ეხებოდა 1801-1921 წლებში მომხდარ მოვლენებს - საქართველოს ისტორიასა და მის მნიშვნელოვან დეტალებს.
მოსწავლეებმა ამ დღეს საჭირო ინფორმაცია და ცოდნა მიიღეს.
თამაშის ორგანიზატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიკა დევნოზაშვილი გახლდათ.
აღნიშნულ ინტელექტუალურ თამაშში, ასევე, სხვა სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მადლობას უხდიან.
„უდიდესი მადლობა მონაწილე გუნდებს, განსაკუთრებული მადლობა N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დირექციასა და ისტორიის პედაგოგს. ოკუპაციის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადასცეს და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას