| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
მე-4 კლასის მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
ბავშვებმა ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე, თავიანთი საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს შერჩეული მონაკვეთები, ისაუბრეს პერსონაჟებზე, ყურადღებით უსმენდნენ წაკითხულ მოთხრობებს და ხალისით პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.
„ვფიქრობ, რომ ეს დღე მათ მეხსიერებაში სასიამოვნოდ დარჩება და იმეგობრებენ წიგნებთან“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“