სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
20-02-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან. 

17 თებერვალს, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები: ლუკა და მაგდა ჭიჭაღუები და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი, ანნა წულაია მონაწილეობდნენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაში, თემაზე - „არაფორმალური განათლების როლი სასკოლო განათლებაში“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების ცენტრის და ორბელიანის აკადემიის კურირებით. 

მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - „უცნობი-ნაცნობი ჩაი“, რომელიც განახორციელეს 2022-2023 სასწავლო წელს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაში, მონაწილეობისთვის პროექტებმა გაიარეს გადარჩევის ეტაპები. მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლების პრეზენტაციები და გაუზიარეს მსმენელებს საკუთარი გამოცდილება.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა აუცილებელი პირობაა თვითდაჯერებულების, აუდიტორიის ფლობის, საჯარო გამოსვლის და სხვა უნარების განვითარებისთვის.

„ეს მოვლენა ისტორიული მომენტია ჩვენი მცირეკონტინგენტიანი რეგიონის სკოლისთვის. იმედი მაქვს, რომ მსგავსი აქტივობები უფრო ხშირი გახდება ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში", – აღნიშნა კონფერენციის კურატორმა, მასწავლებელმა - ანნა წულაიამ. 

პედაგოგი და მოსწავლეები მადლობას უხდიან სკოლის ადმინისტრაციასა და კონფერენციის ორგანიზატორებს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება