| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 1-ელა კლასშიც აღინიშნა. პედაგოგი ნაირა ბაბლიძე, რომელიც მოსწავლეებს კითხვის კულტურას ასწავლის და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავს. წიგნიერების დღესასწაული პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად საინტერესოდ აღნიშნა.
ამ დღის შესახებ თავად პედაგოგი გვესაუბრა:
„მოგეხსენებათ, დღევანდელობის პრობლემააა „ბავშვი და წიგნი“, რადგან მიჯაჭვულობა კომპიუტერთან აშორებს წიგნს მოზარდს. ბავშვი ავტომატურად ვერ გახდება წიგნის მკითხველი, მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ თითოეულმა პატარამ იგრძნოს წიგნის გემო და მისთვის წიგნის კითხვა გახდეს საყვარელი საქმიანობა. ვცდილობ, გავაგებინო, რომ კომპიუტერული თამაშები ჩაკეტილია. ხოლო წიგნის ერთობლივ კითხვაში ჩავრთეთ ფანტაზია, კომიქსი. ბავშვი წარმოიდგენს მას, რაც წიგნში არ წერია, და ასე ვაქცევთ წიგნის კითხვას გააზრებულ თამაშად. შედეგი ნამდვილად გვაქვს.
ამ დღეს ბავშვებმა მხიარული ანბანით ააწყვეს წიგნის სათაურები, გამოთქვეს ვარაუდები სათაურის მიხედვით, შემდეგ წაიკითხეს და თვიანთი ვარაუდი წიგნის შინაარსს შეადარეს. აღნიშნულმა აქტივობამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“,- გვიყვება პედაგოგი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“