| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N174 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სიღრმისეულ ცოდნას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთაც წარჩინებით დაასრულეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, გადაეცათ დამსახურებული მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები.
სკოლაში კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება, ახალა უკვე უმაღლეს სასწავლებელში.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს. ვამაყობთ თქვენით და გვჯერა, რომ ცხოვრების დიდ ასპარეზზე არაერთი აღიარებული წარმატება გექნებათ. გვიყვარხართ, გვეიმედებით და ვიცით, ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია“, -აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში