სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ილია, შთამომავლობის სულიერ სამყაროში!“ - ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა წიწამურში, ილიას ძეგლთან ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს
21-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო გაკვეთილებითა და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულით, სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია - „ილია, შთამომავლობის სულიერ სამყაროში!“

„8 ნოემბერი ილიას დაბადების დღეა (ახალ სტილით) „ილიამ XIX საუკუნე კიდევაც შექმნა და კიდევაც თავისი სისხლით დაჰკირა“(ტ. ტაბიძე) იგი იყო ერის მაჯისშემტყობარი და ჭირისუფალი! ილიამ იმდენის თქმა და გაკეთება მოასწრო, კიდევ ბევრ საუკუნეს გაჰყვება საგზლად! სხვა რომ არაფერი, ილიამ თავისუფლებისმოყვარე ქართველს (მოხევე ლელთ ღუნიას) ათქმევინა: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 ყოველივე ამის გათვალისწინებით, VI ა კლასელთათვის, კლასის ხელმძღვანელის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის -  რუსუდან ხობუას ხელმძღვანელობით, მომზადდა აღნიშნული ლიტერატურული კომპოზიცია და ასევე მიზნობრივი ექსკურსია წიწამურსა და საგურამოში.

მოსწავლეებმა და მშობლებმა გვირგვინით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში. იქვე ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია.

„მათ, ასევე, საგურამოში დაათვალიერეს ილიას სახლ-მუზეუმის საინტერესო ექსპონატები, ულამაზესი ბაღი და ყვავილები მიიტანეს ილიას ძეგლთან, გააკეთეს ჩანახატები.(სამიზნე ცნებები: „სიტყვა“ და „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“)“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთათვის აღნიშნული აქტივობები საინტერესო, შემეცნებითი და საინტერესო იყო.

მსგავსი გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება