| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წინარე გამოცდილება
ტრადიციულად, პედაგოგი მოსწავლეთა პირად გამოცდილებას სწავლის ათვლის წერტილად არ მიიჩნევს. გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია, არის საკუთარი ან სახელმძღვანელოს ავტორის.
ანდრაგოგიკაში კი გამოცდილებას განსხვავებულად უყურებენ.
ზრდასრული ადამიანის გამოცდილება ბევრად მრავალფეროვანია. ამასთან, ის ასევე ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ამიტომ სწავლა ზრდასრულებს უნდა დაეხმაროს საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩენაში.
ამ დროს ეფექტურია ჯგუფური მუშაობა, ქეისების განხილვა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, სადაც ზრდასრულს საკუთარი შეხედულებების გამოხატვის საშუალება აქვს. ურთიერთსწავლება და გამოცდილების გაზიარება ასევე მნიშვნელოვანია.
სწავლისთვის მზაობა
ზრდასრულები მზად არიან, ისწავლონ მხოლოდ ის, რაც რეალურ ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრაში დაეხმარებათ.
სწავლების ფოკუსი
ტრადიციული მიდგომისას სწავლება ფოკუსირებულია ცალკეული საგნების შესწავლაზე, მაგალითად გეომეტრიის ან ლიტერატურის. ამასთან, ბავშვები სწავლას აღიქვამენ როგორც საგანთან დაკავშირებული ცოდნის შეძენას.
ანდრაგოგიკაში კი სწავლება ფოკუსირებულია ისეთი ამოცანების გადაწყვეტაზე, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარება. ასეთი მიდგომის დროს, ახალი ცოდნა და უნარები უკეთ აითვისება, რადგან წარმოდგენილია ცხოვრებისეული სიტუაციების კონტექსტში.
მოტივაცია
ზრდასრული ადამიანისთვის ხშირ შემთხვევაში სწავლის მოტივაციას წარმოადგენს კარიერული წინსვლა ან ანაზღაურების მატება. მაგრამ შინაგანი ფაქტორები, ნოუელსის აზრით, ზრდასრულ ადამიანებს მეტ სტიმულს აძლევს.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
შერჩეული პედაგოგები მასტერკლასებს ჩაატარებენ - „ვიზიტი 1–6 მარტს განხორციელდება და სრულად დააფინანსებს მასწავლებლის სახლი“
დანგრეული და გასარემონტებელი სკოლების საკითხებზე კომისია იმუშავებს - ცნობილია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
კვირეულის ფარგლებში, თავდაპირველად გამოცხადდა ნახატების კონკურსი და გამოფენა
„წიგნის ჩუქება არა მხოლოდ ყურადღების გამოხატულებაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის გავრცელების ერთ-ერთი ულამაზესი გზაც“