სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნია ქეშელაშვილის წარმატება ისტორიის ოლიმპიადაში 
29-12-2023
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და კონკურსებში. 

ამჯერად, სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ისტორიის ოლიმპიადას შეუერთდა. 

პედაგოგ ნინო ბურდულის სახელობის ოლიმპიადა ისტორიაში, 19 დეკემბერს, კასპის ბესიკ ნიპარიშვილის სკოლა-გიმნაზიამ ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, რადგან კასპის საჯარო სკოლებს ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვთ, ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც. 

ოლიმპიადის მონაწილეთა შორის იყო წინარეხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნია ქეშელაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადას ესწრებოდნენ იმსა-ს წევრი ჯაბა ლაბაძე და და სხვადასხვა სკოლებიდან მიწვეული ჟიურის წევრი ისტორიის პედაგოგები.

სკოლა სიამაყით გვამცნობს, რომ ნია საბაზო საფეხურზე გახდა პირველი ადგილის პრიზიორი. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული სკოლა გიმნაზიამ დააჯილდოვა სხვადასხვა საჩუქრებით: ნინო ნიპარიშვილისაგან მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადაეცა,  ELIT-MEDI-საგან ფასიანი ვაუჩერი შორენა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ასევე გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნების კრებული და ზაფხულის ბანაკ „მოტივაციაში“, ერთი ადგილი დასასვენებლად.

მადლობის ნიშნად კი, ისტორიის პედაგოგ ია ირემაშვილს და სკოლის დირექტორ ვასილ ქეშელაშვილს გადაეცათ დიპლომები ოლიმპიადაში შეტანილი წვლილისთვის.

სკოლაში ნიას ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ნიას მიღწეულ  წარმატებას და ვუსურვებთ დამდეგ 2024 შობა-ახალ  წელთან ბედნიერ შეხვედრას და სრულიად  ბედნიერ, წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება