სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელმა მხოლოდ გაკვეთილი კი არ უნდა ჩაატაროს და გაიქცეს სხვა სამსახურში, არამედ ეცალოს, რათა დარჩეს სკოლაში“
05-12-2023
-
+


მანანა რატიანმა, USAID საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების კომპონენტის დირექტორმა, სატელევიზიო ეთერში მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფუძვლიანი კვლევა, რამდენად დაკავშირებული სტატუსი სწავლების ხარისხთან, არ არსებობს, თუმცა სქემის დამკვიდრებიდან „ბევრი რამ გაკეთდა სისტემაში და დღეს აბსოლუტურად განსხვავებული გაკვეთილები ტარდება“.

„შეიძლება, ვიღაცები ყოველთვის იყვნენ პროფესიონალები, მაგრამ მას შემდეგ გაკვეთილის პარადიგმა შეცვლილია - გვჭირდება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შემოქმედებითი პროცესები, კრიტიკული აზროვნება საკლასო ოთახში და ამ ყველაფერს მასწავლებელი რომ აკეთებდეს, მხოლოდ საგნის ცოდნა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა“, - დასძინა მანანა რატიანმა, რომელიც წლების წინ მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე იყო.

რა უნდა გაკეთდეს, რომ განათლების სისტემა იყოს უკეთესი და საით უნდა წავიდეს სქემა? - აღნიშნულ კითხვაზე რატიანმა განაცხადა, რომ ადრე სქემა იყო კონკრეტულ მასწავლებელზე ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ, აჯობებს კომპლექსური მიდგომების დამკვიდრება:

„სქემა უფრო მეტად იყო ორიენტირებული კონკრეტულ მასწავლებელზე და ის თითქოს სკოლის გარეშე, დამოუკიდებლად ვითარდებოდა...  დღეს თუკი ვსაუბრობთ მასწავლებელზე, უნდა ვილაპარაკოთ სკოლაზე, ინსტიტუციაზე, სისტემაზე მთლიანად. მასწავლებლის პროფესიული განვითარება დიდწილად უნდა ეფუძნებოდეს სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას, იმიტომ, რომ პედაგოგები დადიან აქა-იქ ტრენინგებზე და ეს შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძირითადად, პროფესიული დიალოგი უნდა მიდიოდეს სკოლაში; მასწავლებელი, პირველ რიგში თავის გამოწვევებზე პასუხს უნდა იღებდეს კოლეგებისგან. ამისთვის კი გვჭირდება მეტი დრო; მასწავლებელმა მხოლოდ გაკვეთილი კი არ უნდა ჩაატაროს და გაიქცეს სხვა სამსახურში, არამედ ეცალოს, რათა დარჩეს სკოლაში, დაელაპარაკოს კოლეგებს... აქვე ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვანია, ორ-სამ ცვლიან სკოლებში მასწავლებლებს არ აქვთ სივრცე, სადაც დასხდებიან და ამ საკითხებს განიხილავენ; ასევე კათედრებსაც უნდა ჰქონდეთ სივრცე...

მასწავლებლებს, იმისთვის პრომ პროფესიულად განვითარდნენ, სჭირდებათ ინსტიტუცია - სკოლა, რომელიც ამაში უწყობს ხელს; ასევე მნიშვნელოვანია გარემექანიზმები, სტატუსის ამაღლება და სკოლის მიღმა აუცილებლად უნდა ეგულებოდეს ორგანიზაცია, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს, მაგრამ პირველ რიგში, ყველაზე დიდი დოზით, პროფესიული განვითარება უნდა მიმდინარეობდეს სკოლის დონეზე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება