TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ასეთი შემოდგომა მიყვარს, მე ასეთი სიყვარული ვიცი“- ბუკისციხის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
30-11-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

სკოლის ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა, დაწყებითი განათლებისა და ხელოვნების კათედრების ჩართულობით, ლიტერატურული საღამო - „მე ასეთი შემოდგომა მიყვარს, მე ასეთი სიყვარული ვიცი“, გაიმართა. მასში მოსწავლეები უდიდესი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჭავჭავაძეების ლიტერატურული სალონი გააცოცხლეს, ხოლო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეები წარადგინეს. 

ლიტერატურულმა საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმენეთს საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს. 

„ბუკისციხის სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა.
მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს - ნატო რამიშვილს, თამარ ჩხიკვაძეს, მაია მამალაძეს, ნინო გოგუაძეს, სოფიო ხიჯაკაძეს, მარინა მუხაშავრიას, მაგდა მგალობლიშვილს და ჩვენს საოცარ მშობლებს, გვერდში დგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება