| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში „მათემატიკის დღესასწაული“ მოეწყო, რომლის ფარგლებშიც კონკურსი - „საკლასო ოთახის კარის საუკეთესო გაფორმება“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კონკურსში IXა კლასმა გაიმარჯვა, რომლის დამრიგებელი დალი დალაქიშვილი გახლავთ, პედაგოგები კი - ნანა ბასილაშვილი და ჟანა რაზმაძე.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია