| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეების სულიერი განვითარებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და სალონური საუბრები იმართება.
ამჯერად, სკოლის დირექტორის - ლალი მელივასა და კატეხიზმოს პედაგოგის - გუგა ბენდელიანის ინიციატივით, სკოლაში მიიწვიეს თეოლოგი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, პროფესორი - გიორგი გვასალია.
შეხვედრას უფროსი ასაკის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სტუმარმა, საუბარი „ბედნიერების“ განხილვითა და ამ ცნების განმარტებით დაიწო - რა არის ადამიანისთვის ნამდვილი ბედნიერება და სიყვარული? როგორ უნდა გაიმიჯნოს ეგოიზმი წრფელი ემოციებისგან?
მოზარდები დაინტერესდნენ თუ რამდენად შეესაბამება სამყაროს წარმოშობის ბიბლიური ვერსია მეცნიერულ თეორიებს; არსებობს თუ არა ინფორმაცია უცხოპლანეტელებსა და დინოზავრებზე ბიბლიურ პასაჟებში.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ადამიანზე, როგორც ღვთის ხატებაზე, ეკლესიურ ცხოვრებასა და მოძღვრის როლზე ადამიანის სულიერ განვითარებაში.
იხილეთ ფოტოები:IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“