სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წითელსოფლის საჯარო სკოლაში საინტერესო საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
10-11-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ეზოში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი ნელი გასპარიანი ხელმძღვანელობდა. ზეიმზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზო ლამაზად, საშემოდგომო ნობათით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის
 

„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება