| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები და შემოდგომასთან დაკავშირებით იგავები წაიკითხეს. ზეიმზე მათ ასევე იმღერეს და „ფუფალას“ სცენარიდან სახალისო ეპიზოდები წარადგინეს.
„მოზრდილებმა წარმოგვიდგინეს ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები, მოსწავლეებმა ასევე უპასუხეს ვიქტორინას კითხვებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„ფერთა პალიტრა მცირდება, თუმცა ოქროსფერი, ბარაქიანი და ლამაზი შემოდგომა ბავშვებისათვის ფრიად ხალისიანი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“