| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ამ დღეს 1-ელ კლასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მიეძღვნა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აქტივობებში დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
„მათ გაკვეთილზე „იასთვის“ მიძღვნილი ლექსები წარმოთქვეს და სიმღერები შეასრულეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
პირველკლასელებმა ასევე კინეტიკურ ქვიშაზე ასო-ბგერები „ი“ და „ა“ გამოძერწეს, პირველი ხელნაწერი გააკეთეს, „ია“ დაახასიათეს და ყვავილებით ამოქარგეს ის.
გაკვეთილი შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილს მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეებსა და კოლეგებს მომავალში წარმატებები უსურვეს.
ეს დღე საინტერესო და დამსახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივავიის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“