სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მშენებლობის მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება დაიწყო
17-05-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურის (SES) მხარდაჭერით, მშენებლობის მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება დაიწყო.

დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ მთელი საქართველოს მაშტაბით 100-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდება.

პროფესიული განათლების მასწავლებლები გაეცნობიან იმ უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების მეთოდებსა და სასწავლო რესურსებს, რომლებიც გამოიყენება მშენებლობის სპეცილობების შესწავლისათვის. ხარისხანი გაკვეთილის ჩატარება არის მთავარი კომპონენტი და ტრენინგის თემატიკა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი ორი წელია გერმანელი ექსპერტების მიერ პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგებს უწევს კოორდინაციას. პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები გაგრძელდება. მაისის ბოლოს დაიწყება ტურიზმის მიმართულების მასწავლებლების გადამზადება.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ადგილობრივი და გერმანიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ, გერმანიაში პროფესიული განათლების მასწავლებლების სასწავლო ვიზიტები განხორციელდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება