სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სახიფათო სკოლები“ - სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა იწყება
16-05-2018
-
+


საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა დაიწყო. ასოციაციის ინიციტივა გულისხმობს „სასკოლო ზონის“ პრინციპის დანერგვას, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

„ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გვსმენია უშუალოდ სკოლების მიმდებარედ, ამ ადგილებში ყოფილა ბავშვთა მსხვერპლიც. გვაქვს მიზანი, რომ დაიწყოს „სასკოლო ზონის“ პრინციპის დანერგვა, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა აღრიცხვიანობა, რის შემდეგაც ვგეგმავთ მივმართოთ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია „სახიფათო სკოლების“ შესახებ. ასევე მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ პოსტი, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. ინიციატივა მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებისათვის, თან იმ ფონზე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარდაცვლილია 100-მდე და დასახიჩრებულია 2500-ზე მეტი ბავშვი, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ, ხოლო საუკეთესოს 7-8-ჯერ აღემატება,“ - აღნიშნულია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება