სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაჯილდოვდებიან მხოლოდ ოქროსმედალოსანი მოსწავლეები - სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა
26-10-2023
-
+


„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის 500 ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს.

აღსანიშნავია რომ პროგრამა ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებზე.

ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და  კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია);

დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი;

ე) ოქროს მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;

ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის  სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით.

დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულ განცხადების განიხილავს გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

„დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით“, - ნატქვამია დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება