სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა
15-05-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების პლენარული სხდომა. კონფერენცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

სხდომა გახსნა და აუდიტორიას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

კონფერენციის სამუშაო განრიგი აუდიტორიას გააცნო სსუ-ს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა.

პირველი მომხსენებელი იყო ალექსანდრე მიქაბერიძე - ისტორიის დოქტორი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) სრული პროფესორი, რომელიც აუდიტორიას სსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ წარუდგინა. ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ღირსებითა და ერთგულებით: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარგზავნილი იუნკერები საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.“ მოხსენება ძალზედ საინტერსო იყო და შესაბამისად აუდიტორიამ ბევრი კითხვა დასვა.

შემდეგი მოხსენება ისტორიის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტმა მარიამ მოლაშხიამ წაიკითხა, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელია სსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი ლია ახალაძე. მარიამის მოხსენების თემა იყო: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკა კულტურის სფეროში“. ასევე საინტერესო მოხსენებას დარბაზის გამოხმაურება მოჰყვა. იმსჯელეს საქართველოს იმდროინდელი მთავრობის საქმიანობაზე, საქართველოს ისტორიის იმ პერიოდსა და იუნკერების ცხოვრებაზე, სხდომის დასასრულ კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს“
 
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება