| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, VI კლასის დამრიგებლის - თამარ ჯიშკარიანის, ამავე კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით, პროექტი „ბარაქიანი შემოდგომა“ წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი უნარ-ჩვევების გამომუშავებას - შეძლონ შემოდგომის სეზონზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება, გაიგონ რატომ ეძახიან ამ სეზონს „ბარაქიან შემოდგომას“, აღწერონ შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფელში. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ წელიწადის ამ ულამაზეს დროსთან დაკავშირებული, ძველი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ და გაიაზრონ, ჩამოუყალიბდეთ თანამშრომლობითი თუ მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევები, განუვითარდეთ კვლევა-ძიების, მხატვრულ-შემოქმედებითი უნარები.
აქტივობებში მოსწავლეები, მათ შორის, მშობლებთან ერთად, დიდი მონდომებით ერთვებიან.
„დღევანდელი აქტივობა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მშობლებიცა და მოსწავლეებიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის აქტუალურობასა და წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“