სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
11-08-2026
-
+


პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველთა გარკვეულ ნაწილს საგამოცდო ოთახებში დაბრუნება და უცხოური ენებისა თუ ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდის ლაპარაკის ნაწილის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. გამოცდა 13 აგვისტოს ჩაინიშნა - ასე რომ, აპლიკანტების ნაწილისთვის, რომლებმაც საგამოცდო ეტაპები უკვე გაიარეს და შედეგებს ელოდებოდნენ, სისტემაში შექმნილმა მდგომარეობამ დღის წესრიგში ხელახალი გამოცდის აუცილებლობა დააყენა.

რატომ გახდა საჭირო დამატებითი გამოცდა? - ამ გადაწყვეტილების მიზეზი საგამოცდო პროცესში წარმოქმნილი სპეციფიკური ტექნიკური ხარვეზებია. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, რომ:

„უცხოური ენისა (ინგლისური, რუსული, იტალიური, გერმანული) და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდების ლაპარაკის ნაწილი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულ თავისებურებებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, გამოსაცდელის პასუხი სრულად ან სათანადოდ ვერ დაფიქსირდეს ჩანაწერში, როგორც ტექნიკური მიზეზით, ისე საუბრის მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა გარემოების გამო. ასეთ შემთხვევებში, მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს აძლევს ლაპარაკის ნაწილში გამოცდის დამატებით ჩაბარების შესაძლებლობას. წელს, გამოსაცდელთა მცირე ნაწილისთვის, ლაპარაკის ნაწილში გამოცდა დამატებით 13 აგვისტოს“. ​

რაც შეეხება არანაკლებ აქტუალურ კითხვას - ხომ არ მოუწევთ აღნიშნულ ტესტირებაზე გასვლისას მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია და რეგისტრაციის საფასურის გადახდა - NAEC-ში აღნიშნავენ, რომ მათთვის გამოცდა არანაირ დამატებით ხარჯთან არ იქნება დაკავშირებული.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება