სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასში „კითხვის საათი“ მოეწყო
06-10-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული და საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, მე-5ა კლასში, დამრიგებელმა თამთა გაჩეჩილაძემ „კითხვის საათი“ ჩაატარა. მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ წაიკითხეს. გაიხსენეს ფილმები, მოთხრობები, სადაც შვილიშვილებისადმი ბებია-ბაბუების დიდი სიყვარული ჩანს და უყურეს ნაწყვეტებს ფილმებიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „სისხლი“.

მოსწავლეებმა დაფაზე ჩამოწერეს სიტყვები, რომლებიც ბებიის, ბაბუის, დიდედის, პაპის წარმოთქმისას ახსენდებოდათ, ესენია: ზრუნვა, სიყვარული, სითბო, დაცვა... როგორც სკოლაში ამბობენ, მეხუთეკლასელებმა დიდი სიყვარულით ისაუბრეს თავიანთ ბებოებზე, მოეფერნენ თბილი სიტყვებით და მათი ამაგის დაფასებაზე ისაუბრეს.

„ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში“,- სკოლაში გოდერძი ჩოხელის ეს სიტყვებიც გაიხსენეს. 

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„ტექსტის ირგვლივ მსჯელობამ არაერთხელ დააფიქრა მოსწავლეები იმ განცდებზე, რაც მოთხრობის გმირის, ბებიას სიტყვებში ამოიკითხეს. მწერლის მთავარი სათქმელიც ხომ ეს იყო: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს“.
2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. ის იყო ხალასი ნიჭის მქონე პიროვნება, რომელსაც მუდამ თან დაჰყვებოდა სიკეთე, სიყვარული, სათნოება და საოცარი ადამიანური სისადავე.
„კითხვის საათს“ ესწრებოდნენ ამავე კლასის მოსწავლის ბებია, ქალბატონი მარინე ახვლედიანი და სკოლის ინფომენეჯერი მარი ივანიძე. მე-5ა კლასი მადლობას უხდის ბებოს ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება