სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლია გიგაურის დაანონსებული ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა
14-05-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მიერ დაანონსებული ცვლილება, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მეორეკლასელებისთვის გაკვეთილები 5 წუთით შემცირდებოდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე აისახა.

ცვლილების მიხედვით, მეორეკლასელებისთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა ნაცვლად 45 წუთისა იქნება - 40 წუთი. რაც შეეხება დანარჩენი კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ხანგძრლივობას, პირველკლასელებისთვის კვლავ 35 წუთი იქნება, III-XII კლასელებისთვის კი - ისევ 45 წუთი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.

რაც შეეხება საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების საკითხს, დოკუმენტის თანახმად, შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები. შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება