სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა
14-05-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“. ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება.

„ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ ამ სახელწოდებით საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ განახორციელა ქსელური პროექტი საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მწერალთა კავშირი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფლიქტების მართვის ასოციაცია.

სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელსაც პროექტის თანადგომისთვის საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა დირექტორმა, რუსუდან გონაშვილმა საპატიო სიგელი გადასცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენცია საკმაოდ მასშტაბური იყო. მასში მონაწილეობდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. ბავშვებმა წაიკითხეს საკუთარი ჩანახატები, ლექსები, მოთხრობები; წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქაზე მომზადებული პრეზენტაციები. კონფერენციის დასასრულ კი სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება