სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ფინეთის განათლების სისტემის წარმატების საიდუმლო მხოლოდ მასწავლებელშია“ - ლია გიგაური
11-05-2018
-
+


„ჩვენ უკვე მოგვბეზრდა იმაზე საუბარი, რომ განათლების სისტემაში არაფერი ხდება და ძალიან უკან ვართ“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ჟურნალ „მასწავლებლის“ 10 წლის იუბილეზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინეთის განათლების სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ სისტემის წარმატების საიდუმლო მხოლოდ მასწავლებელშია:

„ახლახან ჩამოვედი ფინეთიდან, რომელიც ცნობილია, როგორც წამყვანი ქვეყანა განათლების მხრივ. მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ფინური განათლების მოდელი, არსებობს ფინელი მასწავლებელი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იქაც ზუსტად ის კეთდება, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, ზუსტად ის იგეგმება. მაგრამ განხორციელება გახლავთ სხვანაირი. იმიტომ, რომ მასწავლებლებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა და თავისუფლება. ამ სისტემის წარმატების საიდუმლო მხოლოდ მასწავლებელში მდგომარეობს... მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად გვესმის მასწავლებლის კრიტიკა, ნეგატივი, წინ ვერ წავიწევდით, რომ არა პოზიტიური განცდა, თბილი დამოკიდებულება და დაფასება ამ პროფესიისა,“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას საქართველოს სკოლებში ფინური განათლების სისტემის ელემენტების დანერგვაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მოხდება ეროვნული მოდელისა და ფინური საგანმანათლებლო სივრცის ელემენტების შერწყმა.

14 მიზეზი, რომელიც თქვენი შვილის ფინეთის სკოლაში შეყვანას გადაგაწყვეტინებთ

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს“
 
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება