სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ქართველ მომღერალ ნათია თოდუასთან შეხვედრა გაიმართა
11-05-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ მომღერალ ნათია თოდუასთან, რომელიც გერმანიის მუსიკალური ტელე-პროექტის - The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულია. ნათია უნივერსიტეტს დედასთან და დასთან ერთად ეწვია.

მომღერალი გალის რაიონიდან არის, ამჟამად კი გერმანიაში ცხოვრობს. მან ფინალში მაყურებელთა ხმების 50,10% მიიღო და კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

ნათიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გულთბილი დახვედრა მოუწყეს.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე:

„სოხუმის უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ნათია აფხაზეთის მკვიდრია. ჩვენ ვამაყობთ მისი წარმატებებით და სურვილს გამოვთქვამთ, რომ როგორც აფხაზეთელი, ნათია ევროპაში სოხუმის უნივერსიტეტის ელჩი იყოს,“- ბრძანა რექტორმა. 

მომღერალმა დარბაზს თავისი „ევროპული შთაბეჭდილებები“ და გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა გერმანიაში თავისი საქმიანობის შესახებ. შემდეგ კი აღნიშნა, რომ სოხუმის უნივერსიტეტი მისთვის მშობლიურ ფესვებთან დაბრუნების სიმბოლოა და მიუხედავად თავისი გადატვირთული გრაფიკისა, აქ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულის განცდით მოვიდა.

ნათიამ გიტარის თანხლებით რამდენიმე ქართული და უცხოური სიმღერა იმღერა და „ვა გიორქო მა“ აკაპელით შეასრულა. არაჩვეულებრივმა ხმამ და შესრულების თავისებურმა მანერამ მსმენელი აღაფრთოვანა. დარბაზში თბილი, სიყვარულითა და სიამაყით სავსე ენერგია ტრიალებდა. ნათიასთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ბოლოს კი უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ ნათია თოდუას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების სახელით, მათი სიყვარულისა და მადლობის ნიშნად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელი და ყვავილების თაიგული გადასცა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება