სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დაიწყება საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია
09-05-2018
-
+


თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია წელს შარშანდელთან შედარებით ერთი თვით ადრე, მაისის შუა რიცხვებში დაიწყება. 

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, გასული წლის მსგავსად, წელსაც მთელი ივლისის განმავლობაში 40 ბაღი იმუშავებს. მათივე ცნობით, საზაფხული ბაღებში მომსახურებას 13 000 აღსაზრდელი მიიღებს. 

რაც შეეხება რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაციას, ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაციაც გასულ წლებთან შედარებით, ასევე ერთი თვით ადრე, ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე, ბაღებში სოციალურად დაუცველი და იმ ოჯახებიდან ჩაირიცხებიან ბავშვები, რომელთა შვილი უკვე იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი, ასევე ივნისში, ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება