სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვების დასახმარებლად სახელმძღვანელო ითარგმნა
08-05-2018
-
+


საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საგამომცემლო სახლმა „დედანმა“ ცნობილი ექიმისა და პედაგოგის ტარა დელეინის სახელმძღვანელო გამოსცა სახელწოდებით ,,101 თამაში და აქტივობა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“.

წიგნი ქართულ ენაზე თარგმნილ სახელმძღვანელოებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. 

ის წარმოადგენს ფასდაუდებელ გზამკვლევს მასწავლებლების, მშობლების, ტრენერების, დღის ცენტრების აღმზრდელებისა და ასევე ინკლუზიის თემით დაინტერესებული სხვა პირებისათვის, რადგან მასში თავმოყრილია ტარა დელეინის მრავალწლიანი თერაპიული და პედაგოგიური წარმატებული საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ასპექტები. 

ავტორი პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გვიჩვენებს ბავშვის განვითარებისა და სწავლების მრავალფეროვან გზებს.წიგნის ქართული თარგმანის გამოცემაში თავისი წვლილი შეიტანეს ორგანიზაციებმა: - „მაკლეინის ასოციაციას ბავშვებისათვის“, „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) და „საქართველოს ბავშვები”.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება