სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მოსწავლის წარმატება მაძლევს“ - ​ნამაშევის საჯარო სკოლის მასწავლებელი იზოლდა გალდავაძე
13-07-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მასწავლებელი იზოლდა გალდავაძე პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია. უდიდეს შრომასა და ენერგიას დებს მოსწავლეთა განათლებაში, მათი წარმატება კი აძლევს მოტივაციას აკეთოს საკუთარი საქმე საუკეთესოდ. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგ იზოლდა გალდავაძესთან.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- 2022-2023 სასწავლო წელი, როგორც ყოველთვის, დატვირთული და საკმაოდ პროდუქტიული იყო. ერთობლივად, დირექციის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, არაერთი ღონისძიება გამართეს და პროექტი განახორციელეს. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სკოლას.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მშობლებს ვუსურვებდი, მიუხედავად აქტიური თანამშრომლობისა, უფრო მეტად ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ბოლო ზარის პერანგზე, ალბათ, ვისურვებდი ყოველი ჩემი მასწავლებლისა და ამხანაგის ნებისმიერ ფრაზასა და სურვილს, რადგან ეს მიგყვება მოგონებად და იმ წუთების გასახსენებლად, რაც სკოლის პერიოდს უკავშირდება.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- უფრო მეტ ენერგიას და დროს დავხარჯავდი მომავალი პროფესიის დასაუფლებლად.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს. ბევრ პოზიტივს, ცხოვრების ახალ ეტაპზე, ახალ გარემოში ადაპტაციისთვის.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ჩემი ყველა მოსწავლე თბილი და მოსიყვარულეა. ყოველი დღე, მათგან ვიღებ სითბოს და პოზიტივს.

- მოტივაციას მაძლევს...

- ყველაზე მეტად მოტივაციას მაძლევს შექება და მოსწავლის წარმატება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება