სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვებიან
08-05-2018
-
+


თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის. 43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა და ამჟამად შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ამასთან, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი კიდევ 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.

როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკური დეტალებს მოიცავს.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, ბაღები სრულად აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისათვის. 

სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება