სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის სასიყვარულო ბარათები „აღადგინეს“
09-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გამორჩეულ, საინტერესო და განსხვავებულ აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან. 

სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილები, შემოქმედებითი კუთხით, მრავალმხრივ და საინტერესოდ მიმდინარეობს. მსოფლიო კლასიკოსების შესწავლისას, პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი ორიგინალური მიდგომებით გამოირჩევა.

ამჯერად, მასწავლებელმა მოსწავლეებს გალაკტიონ ტაბიძის სასიყვარულო ბარათები დაამზადებინა.

მე-7ა კლასის მოსწავლეებმა: ნინი ქარელიძემ, კესო თორდიამ, ილია წიკლაურმა, სალომე გულისაშვილმა, ელისაბედ ჩხაიძემ, მარიამ მეტრეველმა, ვატო წერეთელმა, ქერაშვილმა, გიორგი ანთიძემ, გიორგი ტალახაძემ, ანასტასია დარსაველიძემ გალაკტიონისა და ოლიას სასიყვარულო წერილები დიდი ინტერესით და ემოციით წაიკითხეს.

„ამის შემდეგ, ჩემს საოცარ ბავშვებს ვთხოვე, განმარტოებულიყვნენ და დაეწერათ სასიყვარულო წერილი ისე, თითქოს გალკი სწერდა ოლიას, ან ოლია გალკს...“,- ამბობს მასწავლებელი და ამაყობს დიდი ენთუზიაზმითა და პროფესიონალურად, დაძველების ეფექტით დამზადებული სასიყვარულო ბარათებით. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება