სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სუსანნა დურგარიანმა სასწავლო ოლიმპიადაში დიდ წარმატებას მიაღწია
11-05-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეები სიმაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლე სუსანნა დურგარიანი საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის - ქართული, როგორც მეორე ენის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ის იმ 10 მოსწავლეს შორის მოხვდა, ვინც ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა.

დირექტორის სარკის დურგარიანის ხელმძღვანელობით, სკოლის კოლექტივმა სუსანნას მიულოცა და მეტი გამარჯვება უსურვა.

„სუსანნა თბილისიდან დიდი შთაბეჭდილებით და იმ იმედით დაბრუნდა, რომ კარგი შედეგი აჩვენა. როდესაც საბოლოო შედეგი გახდა ცნობილი, სასკოლო საზოგადოებას სუსანნას წარმატება ძალიან გაუხარდა. აღსანიშნავია, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - გოჰარიკ ლულუკიანის ბედნიერება ორმაგი იყო, რადგან მოსწავლემ წარმატებას მისი რჩევებით მიაღწია.
ამ დღეს სუსანნას თვალები უბრწყინავდა, ის უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. ჩვენთვისაც დიდი პატივი და ბედნიერებაა ამ წარმატების გაზიარება. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რადგან სუსანნა შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეა, მას კარგი მეხსიერება აქვს და სწავლა უყვარს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება