| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
ამჯერად, სკოლის 1-ელი და მე-2 კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლების: შორენა მაჩიტიძის, ლელა ხუსკივაძისა და მუსიკის მასწავლებლის ეთერი ივანაშვილის ხელმძღვანელობით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ღონისძიება - „არავის დავიწყებია, არაფერი დავიწყებულა“ გამართეს.
მათ 9 მაისი გაიხსენეს, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მასწავლებელმა - შორენა მაჩიტიძემ, მოსწავლეებს 9 მაისის თემაზე თავისი პრეზენტაცია აჩვენა.
მოსწავლეებმა თავად ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
იხილეთ პრეზენტაცია
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში