სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის თეატრალური დასი სასკოლო ფესტივალზე წარმატებით წარდგა
11-05-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის თეატრალური დასი სასკოლო ფესტივალში - „არტ სკოლა“ მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მოწონება დაიმსახურეს. 

ჟიურის სიმპათია თამთა შავაძეს ერგო, მას შესაბამისი დიპლომი გადაეცა. მადლობის სიგელი თავდაუზოგავი შრომისა და შემოქმედებითი აქტიურობისათვის კი ნინო დოხტურიშვილმა დაიმსახურა. 
 
„ჩვენ ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის თეატრალური დასი ვართ, ჩვენ ნორჩი ფრთაშესხმული მსახიობები, მოცეკვავეები და მომღერლები გახლავართ! ვამბობთ გულიდან ამოსულს, ვმეტყველებთ სიყვარულის ენით და გარშემო ვთესავთ სიკეთეს. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც პირველად სცენაზე გამოვედით, სუნთქვაშეკრული დავეწაფეთ ახალ სამყაროს და დიად გარემოს, სადაც მეტყველება და სხეულის ენა ჩვენს ცნობიერებაზე ერთობლივად მოქმედებდა, სადაც მაყურებელი გულდასმით შესცქეროდა შემოქმედებითი ნიჭის გარდასახვის წარმოჩენას! სიწმინდე ყველაზე დიდი განძია, რომლიც მტვრისაგან გიხსნის, სიმართლე ყველაზე ღირებული თვისებაა, რომელსაც ყავლი არ გასდის!
ჩვენ ეს მოვახერხეთ, მთელი სიცხადით გამოვიტანეთ ჩვენი კულტურა სცენაზე, რათა კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ შეგვიძლია დიადი საქმეები გავაკეთოთ, შევეჭიდოთ ძლევამოსილ სურვილებს და დავიპყროთ ხილული საფეხურები. მადლობა ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა და გაგვამხნევა, გვიგულშემატკივრა და მოგვესიყვარულა. გვიყვარხართ!
მომავალ წელს კი წარმოგიდგებით უფრო ძლიერი ენერგიით და შეუდრეკელი ძალით, რასაც ჩვენი მოსწავლეების ერთსულოვნება ჰქვია“,- აღნიშნავენ დასის წევრები. 

„ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ გველოდება დიდი სამყარო, დაფერილი სიყვარულის ფერით“,- დასძენს მათი პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება