სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა 
11-05-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. 

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილის მოვლენების შესახებ ისაუბრეს და ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და პრეზენტაცია გააკეთეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება