სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიუძღვნეს
26-04-2023
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში, დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით , IIIზ კლასის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსი მოაწყვეს, რომელსაც პედაგოგი ლელა სახვაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, ფურცლის დაძველების მეთოდი გამოიყენეს, საზედაო ასოებით, შერჩეული ტექსტები ლამაზად გააფორმეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ნამუშევრები შესთავაზეს. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა და პედაგოგმა აღნიშნეს, რომ ენა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება არაა, ენა აზროვნების იარაღია. ჩვენ მდიდრები ვართ ენით და მდიდრები ვართ ანბანით, ასევე გააჟღერეს თავიანთი სურვილი, რომ ქართველ ერს არასოდეს დაეკარგოს დედა - ქართული ენა!

ღონისძიების მონაწილეებმა, მოიხმეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: 

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?… სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, ისინი კონკურსში სიამოვნებით ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება