სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვახჭირის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
26-04-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აღინიშნება.

სკოლაში ამჯერად, მოსწავლეებმა 9 აპრილს სამშობლოსთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და ამ ისტორიულ დღეს ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მიუძღვნეს.

მათ ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური პლაკატი დაამზადეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ქართველთა მორიგი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი მომინტიგეების დაღვრილი სისხლი, უთანასწორო ბრძოლა, ტიტები და ტანკები - ძლიერი მტრის მორიგი სისასტიკე. ჩვენ, გვიყვარს ჩვენი გმირები, არ დავიწყება მათ თავდადებას და შეუპოვრობას. 9 აპრილი,მორიგი ღირსეული ფურცელია საქართველოს ისტორიაში,ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება