სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში,  სტომატოლოგის საქმიანობას გაეცნენ
26-04-2023
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა: „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და  „მე ვირჩევ პროფესიას“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს მომავალი პროფესიის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით, სხვადსხვა პროფესიის ადამიანებს იწვევენ. 

პროექტების ხელმძღვანელები პედაგოგები: მარინე ფიფია და მანანა კაკაჩია გახლავთ. 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში,  შედგა ონლაინ ჩართვა მერვე - მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულთანთან, ექიმ-სტომატოლოგ, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ, პარადონტოლოგ, ორთოდონტ ლელა ფიფიასთან.  

სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, გაიხსენა მისი მოსწავლეობის პერიოდი, მადლობა გადაუხადა აღმზრდელ პედაგოგებს მოსწავლეებს ესაუბრა თავის პროფესიაზე, აღნიშნა თუ როგორი მოთხოვნადი, განვითარებადი, საჭირო საქმეა სტომატოლოგია. 

მომხსენებელმა, დამსწრე საზოგადოებას ამომწურავად აუხსნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის, ადრეული ასაკიდანვე პირის ღრუს ჰიგიენასა და მოვლას, სტომატოლოგთან ვიზიტებს, 3-6 თვეში ერთხელ, როგორ მოქმედებს არაჯანსაღი კბილები ადამიანი თითქმის ყველა ორგანოზე, როგორი პრობლემები იჩენს თავს  პირის ღრუში, გარდატეხის ასაკში და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ან ვუშველოთ ამ პრობლემებს.

სტომატოლოგმა, მოსწავლეებს  დაოსტატებისკენ გავლილ გზაზე და მიღწეულ წარმატებებზე მოუყვა, აუხსნა, რომ ყველა პროფესია, თუ პოფესიონალი იქნები საჭირო და დასაფასებელია. მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ასეთი გახდე,  საჭიროა, არა მარტო პროფესიის ზედმიწევნით ცოდნა, არამედ ზოგადი განათლება, რომლის მიღწევა ძირითადად სკოლის წლებში ხდება. რომ არ არსებობს „ზედმეტი“ საგანი და საჭიროა, კარგად ისწავლო, მაქსიმუმი გააკეთო და არ დაკარგო სკოლაში ყოფნის დრო უშედეგოდ.

მიწვეულმა სტუმარმა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გახადა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ, მართალია ონლაინ რეჟიმში, მაგრამ მაინც გულითად, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება