სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუამთის საჯარო სკოლაში წამყვანმა მასწავლებელმა სვეტლანა შარაშენიძემ საინტერესო პროექტი განახორციელა
25-04-2023
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლაში რუსული ენის წამყვანმა მასწავლებელმა სვეტლანა შარაშენიძემ პროექტი - „რუსული პოეზიის მარგალიტები, პოეტ ია სულაბერიძის თარგმანებით“, განახორციელა.

პროექტის დასკვნით ნაწილს სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ესწრებოდა თავად პოეტი ია სულაბერიძე, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი  ივანე კორძაძე, ვანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ქალბატონი ირმა ცხვარაძე, კულტურის სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი ლელა ჩიკვაიძე, პოეტი აკაკი თევზაძე, ლიტერატურული კლუბის „პარნასი" ხელმძღვანელი მზია ზვიადაძე.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული და უცხოური ცეკვები, წაიკითხეს რუსი კლასიკოსების ლექსები როგორც დედანში, ასევე მათი ქართული თარგმანები. შეასრულეს სიმღერები, ია სულაბერიძის თარგმანების ტექსტის მიხედვით.

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის მუსიკის მასწავლებელი ირინა გურგენიძე, ხელოვნების მასწავლებელი ნანა ნიკოლეიშვილი, ხათუნა ბოჭორიშვილი და ესმა ბაღდავაძე.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა ლეონინე სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ხელმძღვანელს - სვეტლანა შარაშენიძეს, მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება