სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში გლობალური მოქმედების დღეები დაიწყო
25-04-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, გლობალური მოქმედების დღეები მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან გლობალური მოქმედების დღეები 18 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

გარემოსდაცვითი კამპანია დაბინძურების ყველა ფორმის შემცირებას გულისხმობს, მასში სასკოლო საზოგადოება და სკოლის ეკოკლუბის წევრები მონაწილეობენ.

კამპანიის დღეები დატვირთულია საინტერესო აქტივობებით:

პირველი ქმედება - ხორცზე ერთი დღით უარის თქმა და ხორცის წარმოებით გამოწვეული დაბინძურების გავლენაზე ცნობიერების ამაღლება იყო.

მეორე ქმედება - სახლებში მავნე ქიმიკატებისა და უხილავი დამაბინძურებლების ჩანაცვლება იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ იანეულის საჯარო სკოლაში, 2022 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - „გურიის აგრობიზნესცენტრი“, პროექტი - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“, განახორციელა.

აღნიშნული პროექტი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარება.

მოსწავლეთა და სკოლის ერთობლივი გადაწყვეტილებით სკოლის ეზოში მოეწყო სასათბურე მეურნეობა, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს მარწყვის კულტურის მოვლა, გამრავლება, ჩითილების გამოყვანა და აგროტექნიკურ ღონისძიებებს. პროექტით მოსწავლეებმა შეიყვარეს და დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის სფეროთი.

სათბურში არსებული 300 ძირი მარწყვის დამატებითი კვებისთვის, ბიოპრეპარატებს, ჭინჭრის ხსნარს, ორგანულ სასუქს იყენებენ, რომლიც მცენარეს სრულფასოვან ზრდა განვითარებაში დაეხმარება.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ასეთი პრეპარატის გამოყენება ხელს უშლის მავნე ქიმიკატების და უხილავი დამაბინძურებლების ჩანაცვლებას სახლში და გარემოში, ასეთი ნაყოფი გემრიელი და არომატულია, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, იგი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით.

მესამე  ქმედება -  ხელახალი გამოყენება და გაცვლა იყო. ეკოსკოლის წევრებმა სხვადსხვა სახის ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს პროდუქტად კი, მეორადი მასალები გამოიყენეს და ახალი ნივთები დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება